20014 წლის ივლისში თერჯოლისა და ბაღდათის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების პედაგოგებისთვის ჩატარდა ინტელის კურსის ტრენინგები - ,,პროექტებით სწავლება".
მჯერა რომ ჩვენი პედაგოგები მონდომებით შეისწავლიან და გაეცნობიან წარმოდგენილ მოდულებს და დაეხმარებიან ჩვენს მოზარდებს შინაგანი სამყაროს გამდიდრებაში. პროექტები მრავალ კითხვაზე დაგვაფიქრებს და დაგვეხმარება გავიაზროთ ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილება.
რამდენად შეესაბამება ჩვენი უნარები და აზროვნება წინსვლას. სწორედ ერთ-ერთი პრიორიტეტი ამ ყველაფრის- სასწავლო პროცესში პროექტებით სწავლებაა.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით პროექტების განხორციელება, მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება.
ფოტო-მასალა-თერჯოლა
ფოტო-მასალა-ბაღდათი

საინტერესო და მრავლისმომცემი ტერნინგები გვქონდა, საფუძვლიანად გავეცანით პროექტზე მუშაობის დეტალებს, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ მუშაობისას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ირინა იმ დაუღალავი შრომისა და დახმარებისათვის რასაც ჩვენს მიმართ იჩენდით . გისურვებთ წარმატებებს . იმედი მაქვს ისევ შევხვდებით .
ReplyDeleteკიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო ირინა ამ მრავლისმომცემი ტრენინგებისთვის.ჩემთვის პირადად ბევრ კითხვას გაეცა პასუხი პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ კარგად გავერკვიე თუ როგორ განვახორციელო პროექტები კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით,აგრეთვე როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო დრო და მსვლელობა.დიდი მადლობა ამ ყველაფრისათვის.
ReplyDeleteდიდი მადლობა ქალბატონო ირინა იმ დიდი გულისხმიერებისათვის რასაც ჩვენს მიმართ ავლენდით. თქვენი დაუღალავი შრომის შედეგად ვისწავლეთ თუ როგორ უნდა განვახორციელოთ კარგი პროექტი, რასაც გავითვალისწინებ ჩემი შემდგომი მუშაობის პროცესში. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ.
ReplyDeleteქალბატონო ირინა,პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და სიყვარულისათვის,რაც ჩვენთან მუშაობის პერიოდში გამოავლინეთ.დიდი მოლოდინი მქონდა ინტელის ტრენინგისა და იმედგაცრუებულიც არ დავრჩენილვარ.შევისწავლეთ პროექტზე მუშაობის წესები, გავეცანით ძალიან საინტერესო პროექტებს ჩვენი ჯგუფის წევრებისას. საინტერესო და მრავლისმომცველი იყო ყველა ტრენინგი. შეძენილ ცოდნას მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში,რაც მეტად მოტივირებულს გახდის თითოეულ მოსწავლეს, სასწავლო პროცესს კი - სახალისოს.
ReplyDeleteწარმატებები მუდამ თქვენ და თქვენს სამუშაო ჯგუფებს.