master-klasi-borjomi


მასტერ-კლასი ბორჯომში



რეფლექსია 13.03.2014


დღეს მე კიდევ უფრო დავრწმუნდი რეფლექსიის  აუცილებლობაში, მინდა დავაფიქსირო და ავღნიშნო ის დადებითი მხარეები როცა ერთმანეთს გავუზიარეთ პრეზენტაციის შესახებ შეფასების ფორმები, მოვახდინეთ ფორმების ადაპტირება და შევაფასეთ საკუთარი პრეზენტაციები.
შევეცადე მეჩვენებინა ჩემი შეხედულებები ჩეკ-ლისტების შესახებ . კმაყოფილი ვარ, რომ შევქმენი ჩემი ვიკის გვერდი, სადაც შესაძლებლობა მომეცემა გამოცდილებისა და პროექტების გაზიარების.

ვნახე ვიკის ბიბლიოთეკა, რითაც შემდგომში აუცილებლად ვისარგებლებ. - მივიღე მეტი გამოცდილება პრობლემის  გამორჩევის და მათი გადაჭრის გზების.


რეფლექსია 12.0302014
ტრენერმა ყოველი ტრენინგის დასრულებისას უნდა მოახდინოს  თვითშეფასების ფორმულირება, დაისახოს კონკრეტული მიზნები და შეძლოს ბუნდოვანი საკითხების გარკვევა.
მე ვფიქრობ ჩემი მიღწევა ამ ტრენინგების შემდეგ არის ის, რომ უფრო ღრმად ვერკვევი, ვახდენ საკითხების დახვეწას და პედაგოგებამდე მიტანას. ყოველი ტრენერი უნდა იყოს მიზანდასახული და ხელმზღვანელობდეს სეფასების კრიტერიუმებით.
ტრენინგის დასაწყისშივე, პედაგოგების მოტივაციისტვის და პროექტის ღირებულების დანახვისთვის შეიძლება მოვიშველიოტ გონებრივი იერიში, თუ რა უნარებს უნდა ფლობდეს მატი აზრით 2014 წლის კურსდამთავრებული.
თვითონვე გამოიტანენ დასკვნებს და დაინახავენ განსხვავებას სწავლების ტრადიციულ მიდგომასა და პროექტებით სწავლებას შორის. პროექტის მიზანი უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი.
იმ საკითხს, რომ პედაგოგმა უნდა შექმნას მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც განსაზღვრავს მოლოდინებს ვეთანხმები, მაგრამ არ ვეტანხმები იმას, რომ ასეთი ნაშრომი უნდა იყოს 1, მე მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს დიფერენცირებადი ნიმუშების შექმნა, მოსწავლეების სრული ცარტულობის, მოტივაციის და ყველას უნარების განვითარებისტვის.
მომეწონა მოსწავლის პრეზენტაციის ჩეკ-ლისტი, რასაც ვეთანხმები


1 comment:

  1. У ВАс очнень хорошее начало рефлексии. А потом Вы перестали писать о себе, больше пишите "я" , попробуйте почти в каждом предложении писать о себе. У ВАс обязательно получится, Вы так интересно пишете. Обязательно задайте читателю несколько вопросов, чтобы он захотел Вам ответить.
    Удачи ВАМ!!

    ReplyDelete