ისევ და ისევ ჩვენი როგორც ,,ბუკელების" მიზანი მიმართული უნდა იყოს სწავლა-სწავლების პროცესში სტანდარტების შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში. როგორ მოვახერხოთ ჩვენს თემატურ გეგმაში 21 საუკუნის უნარების ინტეგრირება. პროექტის თემატიკიდან გამომდინარე და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დაყრდნობით სწორედ შევადგინოთ თემატური გეგმა.
სწორად დასმული შეკითხვებით. შეკითხვების დასმა ხდება მოდულის დასაწყისშივე, რათა შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. ვაძლევთ შესასრულებელ აქტივობებს, მაგ ასოციაციურ რუკას, და ა.შ (გამომდინარე ტემატიკიდან) უნდა დავინახო წინარე ცოდნა და მისი ანალიტიკური აზროვნება. შემდეგ ვუსვავ შეკითხვას კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით, ვახორციელებ ,,დაწყვილება-გაზიარების" პროცესს. ვაძლევ სქემებს, ვაკეთებინებთ ჩანაწერებს თავიაანთ შეხედულებებზე დასმული საკითხის მიმართ. ამ ჩანაწერებიდან მოსწავლეების პასუხი შეკითხვებზე დაგვანახებს როგორ დავაკავშიროთ საკითხი ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
მნიშვნელოვანია გამოიმუშაონ რესურსების სწორად მოძიება, რომელიც პასუხობს თემატიკას, გააკეთონ პრეზენტაციები და განხორციელდეს უკუკავშირები.ეს პრეზენტაცია შეიძლება იყოს როგორც შეფასება მათი სააზროვნო დონის განვითარების და საკითხის სწორად წარმოჩენის.ასევე მნიშვნელოვანია შეფასების დროში გაწერილი გეგმა.
Sunday, March 31, 2013
Saturday, March 30, 2013
მოდული 2-რეფლექსია
პატარებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას რომ მოსწავლეების გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესი ყოველი ახალი თემის მიმართ ძალზედ მრავალფეროვანია. მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესის ისე დაგეგმვა, რომ გამოიყენოს მოსწავლეთა გამოცდილება, შეცვალოს მცდარი შეხედულებები და დაეხმაროს მოსწავლეებს სუსტი მხარეების დაძლევაში. სწორედ ამიტომაა სასურველი სასწავლო პროექტების გამოყენება რომელიც ვფიქრობ ხელს შეუწყობს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ურთიერთთანამშრომლობაში, ეფექტურ სასწავლო პროცესში და ბავშვის შემოქმედებითი თუ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მისი მსოფლმხედველობის, პასუხისმგებლობის გაზრდასა და კვლევის უნარების ჩამოყალიბებაში.
ყოველი მოდულის განხილვისას, კიდევ უფრო ნათლად ვრწმუნდებით, რომ პროექტის განხორციელების ფუნდამენტი არა მარტო უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეზე ორიენტირებას, არამედ სასურველია, მოსწავლეები თვითონ ირჩევდნენ თემატიკას, თუმცა მათი სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტებს.პროექტის დასაწყისშივე ნათლად გავთვალოთ 1. თემატიკა: 2. სტანდარტები და შედეგები, 3.მიზანი --რომელიც იქნება კონკრეტული, დაკვირვებადი, ორიენტირებადი, როცა მოსწავლეს შეეძლება თავისი დამოკიდებულების გამოხატვა, რაც მთავარია 21 საუკუნის უნარების განვითარება;
ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისას სწორი მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირება რათა არ მოხდეს მოსწავლეთა მოდუნება და პასიურობა, გაიზარდოს მათი მოტივაცია,კითხვები ისე უნდა შევარჩიოთ, რომ დავეხმაროთ მათ მუშაობის სტრატეგიების შერჩევაში.
პროექტის მთელი მსვლელობის დროს ავირჩიოღ მონიტორინგის სწორი სტრატეგიები. რესურსები უნდა იყოს თემაზე სწორად მორგებული და მოსწავლისათვის გასაგებად გამოყენებადი.
საკვანძო კითხვები მივაწოდოთ ისე, რომ მოსწავლეები თვითონვე ნაბი-ნაბიჯ მივიყვანოთ თემატიკის სწორ წარმართვამდე. კითხვები ჩამოვაყალიბოთ
ჯერ ზოგადი სახით
შემდეგ გადავიდეთ თემატურზე, შემდეგ შინაარსობრივზე. კითხვები მათი ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია, მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, მოითხოვს პასუხებს, რომელიც წიგნებში შეიძლება არ იყოს, ეს კითხვები საჭიროებს კვლევას, აზრთა გაზიარებას, მოსწავლეს ვეხმარებით ჩამოუყალიბდეს საკუთარი შეხედულებები აღნიშნული თემატიკის მიმართ, ეძებოს პრობლემის გადაჭრის გზები, ბავშვს მისთვის გასაგები ცხოვრებისეული ფაქტებით დავანახოთ დასახული მიზნის მიღწევისა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა.
პედაგოგის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეფასების გეგმის შემუშავება, ჩვენი პროექტის ეფექტური განხორციელებისათვის მიშვნელოვანია ამ შეფასების პერიოდულობაც.
სწორად ჩამოვაყალიბოთ შეფასების მიზანი და შეფასების სტრატეგიები, რომელიც რათქმაუნდა თემატიკიდან გამომდინარე შეირჩევა და იქნება აგრეთვე მოსწავლეებზე გათვლილი, მათ საწყის ცოდნაზე, შემდგომ ჩართულობაზე და სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასების ყოველი სტრატეგია საბოლოოდ უნდა მიზნად ისახავდეს შედეგს, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ პროექტის ბოლოს. შეფასების სწორი მეთოდებით დავეხმარებით მოსწავლეებს დამოუკიდებელ თანამშრომლობით სწავლაშიც. შეფასება რათქმაუნდა უნდა იყოს დროში გაწერილი.
Friday, March 29, 2013
მოდული1-რეფლექსია
29 მარტს დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ-ტრენერთა ტრენინგი - ინტელის ძირითადი კურსი -GEO_Essentials_Mod_1_epub_styles_v1
კურსი შედგება 8 მოდულისაგა.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების
დაგეგმვის პროცესში. პროექტების განხორციელების დროს ჩვენი როგორც ტრენერის როლი არის გზამკვლევი პროექტის დაგეგმვაში. განსაკუთრებით ყურადღებით მოვეკიდოთ ამ როლს, დაკვირვებით გავაანალიზოთ მთელი კურსის განმავლობაში სასწავლო პროცესის დაგეგმვის საფეხურები.სწორედ შევარჩიოთ გამოსაყენებელი რესურსები.
ჩემი აზრით პროექტის დაგეგმვა და იდეის დაბადება უნდა მოხდეს სასწავლო პროცესზე დაკვირვების შედეგად, მისი მიზანი უნდა იყოს სააზროვნო უნარების განვითარება, რომელიც მორგებული იქნება 21 საუკუნის რეალურ პრობლემებთან და მათი გადაჭრის გზებთან. პრობლემის არსის სწორედ დანახვა და მისი განხორციელების რეალობა. ტრენინგმა უნდა მოგვცეს კონკრეტული და გასაგებად აღქმადი მსვლელობა, თანმიმდევრობა. მე ვფიქრობ მხოლოდ შაბლონი არ უნდა იყოს მსვლელობაში. პროექტი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს აზროვნების დონის ამაღლებაში, კომუნიკაციის უნარების, შემოქმედებითუ უნარების გამოვლენაში, და რაც მთავარია პრობლემების და მათი გადაჭრის დროს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. პროექტი უნდა ეფუზნებოდეს მათ რეალურ შესაძლებლობებს, იყოს მათთვის საინტერესო, სახალისო და კოლაბორაციული.
პროექტის მსვლელობისას გასათვალისწინებელია, რომ 21-ე საუკუნის შესაბამისად ეფექტურად იქნად გამოყენებული ისტ-ტექნოლოგიები. განვახორციელოთ ისეტი აქტივობები, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს დააკავშირებს საგაკვეთილო პროცესთან.მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება, თავის მართვა. მასწავლებელმა უნდა აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი მსვლელობის სწორი მსვლელობის და ბავშვების ჩართულობის, მათი კომპლექსური უნარების განვითარების მიზნით
Subscribe to:
Posts (Atom)