Friday, March 29, 2013
მოდული1-რეფლექსია
29 მარტს დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ისტ-ტრენერთა ტრენინგი - ინტელის ძირითადი კურსი -GEO_Essentials_Mod_1_epub_styles_v1
კურსი შედგება 8 მოდულისაგა.
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების
დაგეგმვის პროცესში. პროექტების განხორციელების დროს ჩვენი როგორც ტრენერის როლი არის გზამკვლევი პროექტის დაგეგმვაში. განსაკუთრებით ყურადღებით მოვეკიდოთ ამ როლს, დაკვირვებით გავაანალიზოთ მთელი კურსის განმავლობაში სასწავლო პროცესის დაგეგმვის საფეხურები.სწორედ შევარჩიოთ გამოსაყენებელი რესურსები.
ჩემი აზრით პროექტის დაგეგმვა და იდეის დაბადება უნდა მოხდეს სასწავლო პროცესზე დაკვირვების შედეგად, მისი მიზანი უნდა იყოს სააზროვნო უნარების განვითარება, რომელიც მორგებული იქნება 21 საუკუნის რეალურ პრობლემებთან და მათი გადაჭრის გზებთან. პრობლემის არსის სწორედ დანახვა და მისი განხორციელების რეალობა. ტრენინგმა უნდა მოგვცეს კონკრეტული და გასაგებად აღქმადი მსვლელობა, თანმიმდევრობა. მე ვფიქრობ მხოლოდ შაბლონი არ უნდა იყოს მსვლელობაში. პროექტი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს აზროვნების დონის ამაღლებაში, კომუნიკაციის უნარების, შემოქმედებითუ უნარების გამოვლენაში, და რაც მთავარია პრობლემების და მათი გადაჭრის დროს პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში. პროექტი უნდა ეფუზნებოდეს მათ რეალურ შესაძლებლობებს, იყოს მათთვის საინტერესო, სახალისო და კოლაბორაციული.
პროექტის მსვლელობისას გასათვალისწინებელია, რომ 21-ე საუკუნის შესაბამისად ეფექტურად იქნად გამოყენებული ისტ-ტექნოლოგიები. განვახორციელოთ ისეტი აქტივობები, რომელიც ცხოვრებისეულ მოვლენებს დააკავშირებს საგაკვეთილო პროცესთან.მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება, თავის მართვა. მასწავლებელმა უნდა აწარმოოს მუდმივი მონიტორინგი მსვლელობის სწორი მსვლელობის და ბავშვების ჩართულობის, მათი კომპლექსური უნარების განვითარების მიზნით
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ირინა, საინტერესო დაკვირვებები და მოსაზრებებია. ახლა უნდა მოახერხოთ და პროექტის პორტფოლიოში ასახოთ თქვენი ხედვა. წარმატებები!
ReplyDelete