Sunday, March 31, 2013

ისევ და ისევ ჩვენი როგორც ,,ბუკელების" მიზანი მიმართული უნდა იყოს სწავლა-სწავლების პროცესში სტანდარტების შედეგების მიღწევა მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში. როგორ მოვახერხოთ ჩვენს თემატურ გეგმაში 21 საუკუნის უნარების ინტეგრირება. პროექტის თემატიკიდან გამომდინარე და მოსწავლეთა შესაძლებლობებზე დაყრდნობით სწორედ შევადგინოთ თემატური გეგმა. სწორად დასმული შეკითხვებით. შეკითხვების დასმა ხდება მოდულის დასაწყისშივე, რათა შემოწმდეს მოსწავლის აზროვნება და მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. ვაძლევთ შესასრულებელ აქტივობებს, მაგ ასოციაციურ რუკას, და ა.შ (გამომდინარე ტემატიკიდან) უნდა დავინახო წინარე ცოდნა და მისი ანალიტიკური აზროვნება. შემდეგ ვუსვავ შეკითხვას კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით, ვახორციელებ ,,დაწყვილება-გაზიარების" პროცესს. ვაძლევ სქემებს, ვაკეთებინებთ ჩანაწერებს თავიაანთ შეხედულებებზე დასმული საკითხის მიმართ. ამ ჩანაწერებიდან მოსწავლეების პასუხი შეკითხვებზე დაგვანახებს  როგორ დავაკავშიროთ საკითხი ფართო მნიშვნელობის საკითხებთან. მნიშვნელოვანია გამოიმუშაონ რესურსების სწორად მოძიება, რომელიც პასუხობს თემატიკას, გააკეთონ პრეზენტაციები და განხორციელდეს უკუკავშირები.ეს პრეზენტაცია შეიძლება იყოს როგორც შეფასება მათი სააზროვნო დონის განვითარების და საკითხის სწორად წარმოჩენის.ასევე მნიშვნელოვანია შეფასების დროში გაწერილი გეგმა.

1 comment:

  1. ირინა დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ტრენინგებისთვის. ყველაფერი გადმოცემული იყო ნატლად და გასაგებად. ნამდვილი პროფესიონალი ტრენერი ხართ! მიყვარხარ და გეფერები! <3 <3 <3

    ReplyDelete