Saturday, March 30, 2013
მოდული 2-რეფლექსია
პატარებზე დაკვირვებით შეიძლება ითქვას რომ მოსწავლეების გამოცდილება, შესაძლებლობები და ინტერესი ყოველი ახალი თემის მიმართ ძალზედ მრავალფეროვანია. მასწავლებელს შეუძლია სწავლების პროცესის ისე დაგეგმვა, რომ გამოიყენოს მოსწავლეთა გამოცდილება, შეცვალოს მცდარი შეხედულებები და დაეხმაროს მოსწავლეებს სუსტი მხარეების დაძლევაში. სწორედ ამიტომაა სასურველი სასწავლო პროექტების გამოყენება რომელიც ვფიქრობ ხელს შეუწყობს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ურთიერთთანამშრომლობაში, ეფექტურ სასწავლო პროცესში და ბავშვის შემოქმედებითი თუ კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში. მისი მსოფლმხედველობის, პასუხისმგებლობის გაზრდასა და კვლევის უნარების ჩამოყალიბებაში.
ყოველი მოდულის განხილვისას, კიდევ უფრო ნათლად ვრწმუნდებით, რომ პროექტის განხორციელების ფუნდამენტი არა მარტო უნდა ეყრდნობოდეს მოსწავლეზე ორიენტირებას, არამედ სასურველია, მოსწავლეები თვითონ ირჩევდნენ თემატიკას, თუმცა მათი სასწავლო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს საგნობრივ სტანდარტებს.პროექტის დასაწყისშივე ნათლად გავთვალოთ 1. თემატიკა: 2. სტანდარტები და შედეგები, 3.მიზანი --რომელიც იქნება კონკრეტული, დაკვირვებადი, ორიენტირებადი, როცა მოსწავლეს შეეძლება თავისი დამოკიდებულების გამოხატვა, რაც მთავარია 21 საუკუნის უნარების განვითარება;
ძალზე მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელებისას სწორი მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ფორმულირება რათა არ მოხდეს მოსწავლეთა მოდუნება და პასიურობა, გაიზარდოს მათი მოტივაცია,კითხვები ისე უნდა შევარჩიოთ, რომ დავეხმაროთ მათ მუშაობის სტრატეგიების შერჩევაში.
პროექტის მთელი მსვლელობის დროს ავირჩიოღ მონიტორინგის სწორი სტრატეგიები. რესურსები უნდა იყოს თემაზე სწორად მორგებული და მოსწავლისათვის გასაგებად გამოყენებადი.
საკვანძო კითხვები მივაწოდოთ ისე, რომ მოსწავლეები თვითონვე ნაბი-ნაბიჯ მივიყვანოთ თემატიკის სწორ წარმართვამდე. კითხვები ჩამოვაყალიბოთ
ჯერ ზოგადი სახით
შემდეგ გადავიდეთ თემატურზე, შემდეგ შინაარსობრივზე. კითხვები მათი ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია, მოითხოვს მაღალი დონის სააზროვნო უნარების გამოყენებას, მოითხოვს პასუხებს, რომელიც წიგნებში შეიძლება არ იყოს, ეს კითხვები საჭიროებს კვლევას, აზრთა გაზიარებას, მოსწავლეს ვეხმარებით ჩამოუყალიბდეს საკუთარი შეხედულებები აღნიშნული თემატიკის მიმართ, ეძებოს პრობლემის გადაჭრის გზები, ბავშვს მისთვის გასაგები ცხოვრებისეული ფაქტებით დავანახოთ დასახული მიზნის მიღწევისა და პრობლემის გადაჭრის აუცილებლობა.
პედაგოგის მნიშვნელოვანი ამოცანაა შეფასების გეგმის შემუშავება, ჩვენი პროექტის ეფექტური განხორციელებისათვის მიშვნელოვანია ამ შეფასების პერიოდულობაც.
სწორად ჩამოვაყალიბოთ შეფასების მიზანი და შეფასების სტრატეგიები, რომელიც რათქმაუნდა თემატიკიდან გამომდინარე შეირჩევა და იქნება აგრეთვე მოსწავლეებზე გათვლილი, მათ საწყის ცოდნაზე, შემდგომ ჩართულობაზე და სტანდარტებთან შესაბამისობაზე. შეფასების ყოველი სტრატეგია საბოლოოდ უნდა მიზნად ისახავდეს შედეგს, რომლის მიღწევასაც ვცდილობთ პროექტის ბოლოს. შეფასების სწორი მეთოდებით დავეხმარებით მოსწავლეებს დამოუკიდებელ თანამშრომლობით სწავლაშიც. შეფასება რათქმაუნდა უნდა იყოს დროში გაწერილი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
გეთანხმები, ირინა. მასწავლებელმა თავიდანვე სწორად უნდა განსაზღვროს მიზნები, თუ რას ელის მომავალში მოსწავლისაგან, ნათლად უნდა იყოს საკითხი დასმული, სწორად შედგენილი შეფასების რუბრიკები, ასევე სწორად უნდა იყოს არჩეული შეფასების სტრატეგიები
ReplyDelete